Sunday, December 16, 2018

მე-9 დღე

                                               

ჩემი პროექტის პორტფოლიო "გლობალური დათბობა"

 პროექტებით სწავლება მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესს  ხდის უფრო საინტერესოს, ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ტრენინგზე ვისწავლე პროექტზე მუშაობა ტექნოლოგიების გამოყენებით: ვისწავლე 21-საუკუნის უნარები, მოსწავლის მხარდაჭერა, ფასილიტაცია, დიფერენციული უნარები.

მადლობა საინტერესო ტრენინგისათვის.

Saturday, December 15, 2018

მერვე დღე

           მერვე დღე

დღეს გავეცანი მეშვიდე მოდულს ფასილიტაცია-ტექნოლოგიებით განვიხილეთ კიდევ ერთხელ საკვანძო კითხვები, რაც დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში.თეორიულად განვიხილეთ და ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშზე,რომელიც დამეხმარება ცვლილებები შევიტანო გეგმის შაბლონში.,გავწერო პროცედურები.
 დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ნაყოფიერი მუშაობისთვის ,ამიმაღლა ცოდნის დონე ფასილიტაციის მხრივ. ისევ თეორიულად რადგან მთელი ტრენინგის განმავლობაში დენი არ იყო.

Friday, December 14, 2018

მე-7 დღე





მოცემული მოდელი დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისდიფერენციული მსწავლელის როლი მოსწავლეებსი.დიფერენციული სწავლება გამაცნო პროექტებით სწავლების ნიმუშმა ნიჭიერი, არაქართულენოვანი და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის.სახელმძღვანელოდან ვისწავლე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები ჩემი პროექტის ფარგლებში. შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი.

Saturday, December 8, 2018

მე-6 დღე




               მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი





მიმდინარე მოდული  დამეხმარება მოსწავლეთაშეფასების ფორმები დამენახა სხვადასხვა  ფორმით.   ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა , თუ რა გავლენას ახდენს  მოსწავლეთა  მოსწავლეთა ჩართვა  შეფასების  პროცესში , ვისწავლე რუბრიკის შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის , რაც  დამეხმარება მოსწავლის უნარების შეფასებაში . ასევე  მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა, რაც ეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებაში . გავიაზრე შეფასების მიზანი და  გავწერე გეგმის შაბლონში .


Friday, December 7, 2018

მე-5დღე



საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები სავარაუდო ნაშრომში ჩადებენ იმ ცოდნას, რაც პროექტის განმავლობაში მიიღეს.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შექმნილი ჩეკლისტი მოსწავლეს გახდის დამოუკიდებელ მსწავლელს, მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ჩეკლისტის კრიტერიუმების ჩამონათვალი, რაც ხელს შეუწყოფს საკუთარი ნაშრომის შეფასებას.

მე-4 დღე



ეს მოდული დამეხმარა სტანდარტების პროექტის მიზნების დაწერასი. მიმართულების მიმცემი შეკითხვებით საკვანძო საკითხების განსაზღვრაში. განმავითარებელი შეფასების ფორმებით გავეცანი, რომ მოსწავლე უნდა შეფასდეს 5 მიმართულებით: წინარე ცოდნით, თვითრეგულირებითა და წინარე ცოდნით,  პროგრესის მონიტორინგით, სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაკოგნიტური შემეცნების წახალისებით,გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიებით.


Sunday, December 2, 2018

მე-3 დღე


პროექტისათვის მოვიძიეთ საგნის სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები,შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები:ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი.